ახალი ამბები

სააკაშვილი პოროშენკოს იურიდიულ საკითხებში მრჩევლის შეცვლას ურჩევს

18 ივლისი, 2017 • 2423
სააკაშვილი პოროშენკოს იურიდიულ საკითხებში მრჩევლის შეცვლას ურჩევს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს მიერ თბილისში ოფიციალური ვიზიტის დროს გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება. მისი განცხადებით, პრეზიდენტმა ორი მნიშვნელოვანი შეცდომა დაუშვა.

პოროშენკომ განაცხადა, რომ კარგი იქნებოდა, საქართველოს რუსეთთან ჰქონოდა ისეთი სახის ხელშეკრულება, როგორიც არის “მინსკის” შეთანხმება. საქართველოს კი ამგვარი შეთანხმება რუსეთთან აქვს და ის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაფორმდა. სააკაშვილი ამ შეცდომაზე მიუთითებს.

მეორე შეცდომა კი, მისი თქმით, მისი ექსტრადირების საკითხთან დაკავშირებით გაკეთებულ კომენტარს უკავშირდება. პოროშენკომ დღეს განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობას სააკაშვილის ექსტრადირების თხოვნით არ მიუმართავს უკარაინის ხელისუფლებისათვის, თუმცა რეალურად საქართველოს სააკაშვილის ექსტრადიციის თაობაზე უკრაინისათვის მიმართული აქვს, მეტიც: უკრაინის გენერალურ პროკურატურას ქართული მხარისთვის ამ საკითხზე პასუხიც აქვს გაცემული – უარი. სააკაშვილი პოროშენკოს შეკითხვით მიმართავს:

“რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მთავრობა, რომელსაც რუსი ოლიგარქი ივანიშვილი აკონტროლებს, მოგმართავთ? მზად ხართ, დაარღვიოთ საერთაშორისო კანონმდებლონა და განიხილოთ უკრაინის მოქალაქის გადაცემა? შეცვალეთ, თქვენი მრჩეველი იურიდიულ საკითხებში, ბატონო პრეზიდენტო!” – აცხადებს სააკაშვილი ფეისბუკში გამოქვეყნებულ პოსტში.

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ის დღეს პრეზიდენტს, პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი