ივანიშვილის თქმით, პირადად მას ძალიან დიდი სურვილი აქვს მესამე ძალის არსებობის. 

 

” არსებობენ პოლიტიკური პარტიები, რომლებთანაც შეხვედრები მქონდა ამ მხრივ. მაგალითად, სალომე ზურაბიშვილთან, ირმა ინაშვილთან და ნინო ბურჯანაძესთან. კარგი იქნება, თუ განავითარებენ თავიანთ პარტიებს და გააძლიერებენ. “

 

ივანიშვილის თქმით, აუცილებელია, რომ ახალი კონსტრუქციული პარტიების გამოცოცხლება დაიწყოს, ვინაიდან მისი თქმით, “ერთიან ნაციონალური მოძრაობას” არასახარბიელო პერსპექტივა აქვს. 

 

“ჩვენ არ გვაშინებს რადიკალობა. მთავარია კონსტრუქციულები იყვნენ,”– განაცხადა ივანიშვილმა. 

 

რაც შეეხება, ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატს, ივანიშვილის თქმით,  ეს ამ ეტაპზე კოალიციის შიდა საკითხია და მისი აფიშირება ჯერ არ სურს.  

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *