ახალი ამბები

ომბუდსმენი “მარშის” ორგანიზატორების მხრიდან სავარაუდო მუქარის დროულ გამოძიებას ითხოვს

17 ივლისი, 2017 • 1899
ომბუდსმენი “მარშის” ორგანიზატორების მხრიდან სავარაუდო მუქარის დროულ გამოძიებას ითხოვს

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება მოძრაობა „ქართული მარშის“ ორგანიზატორთა მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებებს, რომელიც ახალგაზრდა ქალის შეურაცხყოფასა და სავარაუდო მუქარას შეიცავდა.

“სახალხო დამცველი შეშფოთებას გამოთქვამს აშკარა მიზოგინიური და სიძულვილის ენის გამოყენების გამო, რაც კიდევ უფრო ამყარებს გენდერული თანასწორობის მხრივ ქვეყანაში არსებულ რთულ მდგომარეობას. ამასთან, მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დროულად და ეფექტურად წარიმართოს მუქარის სავარაუდო ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიება,” – აცხადებს ომბუდსმენი.

საქმე ეხება 16 ივლისს ფეისბუკზე თათია დოლიძის მიმართ გაკეთებულ განცხადებებს, სადაც “ქართული მარშის” რადენიმე მონაწილე მას ჯგუფური გაუპატიურებით დაემუქრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი