სამრთლიანობის აღდგენის თვალსაზრისით, პრემიერის თქმით, ძირითადი რგოლი სასამართლოა.

 

“როგორც მოგეხსენებათ, სასამართლო რეფორმა, რომელიც შეიცვალა პარლამენტში პარასკევს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რამეთუ ჩვენ უნდა მოვახერხოთ და გავათავისუფლოთ სასამართლო ყოველგვარი ზეგავლენისაგან წინა ხელისუფლების და ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ახალ ხელისუფლებას ჰქონდეს სურვილი მაინც, რომ ჩაერიოს სასამართლო საქმეებში. აი ეს პროცესი მიმდინარეობს და უახლოეს დროს მე იმედი მაქვს, რომ სასამართლო იქნება დამოუკიდებელი და თავისუფალი და ჩვენ მოვახერხებთ გავაგრძელოთ პროცესი სამართლიანობის აღდგენის.”

 

 

რაც შეეხება პროკურატურას, როგორც ივანიშვილმა განაცხადა, პროკურატურის მიმართ მასაც კითხვები აქვს. 

 

“კითხვები მეც ბევრი მაქვს, როგორც თქვენ, ძალიან ბევრი თანამშრომელია დღეს პროკურატურაში, რომელიც წინა ხელისუფლების დროსაც მოღვაწეობდა. ზოგიერთი საქმე ანეკდოტურიცაა, მე მითხრეს რამდენიმე საქმე, რომ იგივე პროკურორი იძიებს, ერთი მხრიდან იძიებდა წინა ხელისუფლების პირობებში, მეორე მხრიდან დღეს. პოლიციაშიც ბევრია კითხვები. მე მინდა ერთ რამეზე შევაჩერო თქვენი ყურადღება,  პროკურატურას სჭირდება აუცილებლად კვალიფიციური პროკურორი, ნებისმიერი ტიპის თანამშრომელი და მოქალაქე შეიძლება დაასაქმო და ეს არ შეიძლება პროკურატურაში, პრკურატურას ჭირდება გამოცდილება, გამოძიების წაყვანას, პრაქტიკა ჭირდება, შესაბამისად არ იყო შესაძლებელი და მე შეუძლებლად მიმაჩნია რომ მასიურად შეგვეცვალა ჩვენ პროკურატურის თანამშრომლები. მე კბილაშვილთან მქონდა საუბარი საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით, იქ დაწყებულია პროცესი და იწყება ახალი კადრების მიღება. გამოცხადებულია კონკურსი როგორც მე ვიცი. ეტაპობრივად, ნელ–ნელა მოხდება ჩანაცვლება, პროკურატურა საჭიროებს განსაკუთრებული ტიპის პროფესიონალებს და კვალიფიკაციას,”– განაცხადა ივანიშვილმა დღევანდელ შეხვედრაზე ტელევიზიებისა და გაზეთების მთავარ რედაქტორებთან. 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *