როგორც ივანიშვილმა განაცხადა, თუ არსებობს რაიმე კითხვები და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკითხვის აუცილებლობა, ის უნდა დაიკითხოს. 

 

“სასამართლოს წესით  პრეზიდენტის დაკითხვა, ვფიქრობ, კულტურული ფორმაა და თუ ამის საჭიროება იქნება, პრეზიდენტი გაგებით უნდა მოეკიდოს. ეს არის ევროპული და მსოფლიო ცივილიზაციის ნორმალური მეთოდი. პრეზიდენტი არის ჩვენი საზოგადოების ერთ–ერთი ჩვეულებრივი წევრი,”– განაცხადა ივანიშვილმა.

 

პრემიერმა აგვისტოს ომის გამოძიების საკითხზე ზოგადადაც ისაუბრა. 

 

“ამ საკითხის გამოძიება არ დააზარალებს ქვეყნის იმიჯს. პირადად მე ბევრი კითხვა მაქვს. აბსოლუტურად სხვა ინფორმაცია აქვს ამ საკითხზე ევროპას და აბსოლუტურად სხვა ინფორმაციას ავრცელებდა და ავრცელებს წინა ხელისუფლება. ომის თემა დღემდე ბურუსითაა მოცული. ვფიქრობ, ჩვენი ხელისუფლება პრეზიდენტის მეთაურობით არაადეკვატურად მოიქცა იმ სიტუაციაში. იქ საჯარისო ნაწილები მზადყოფნაში იყვნენ და იქამდე დაიწყეს საომარი მოქმედებები, სანამ რუსეთმა საზღვრები გადმოლახა. ადეკვატური იქნებოდა პრეზიდენტის მხრიდან საერთაშორისო მონიტორინგის  და დამკვირვებლების მოწვევა. ეს პროცესი ამ დონეზე შეიძლებოდა დასრულებულიყო ძალიან მარტივად. აბსოლუტურად გაურკვეველია, რატომ გაკეთდა სხვანაირი სვლა. იმის შემდგომი პროცესებიც ძალიან ბევრ კითხვას იწვევს,”– განაცხადა ივანიშვილმა დღეს გამართულ შეხვედრაზე ტელევიზიებისა და გაზეთების რედაქტორებთან. 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *