ამის შესახებ განცხადება განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი მარგველაშვილმა დღეს, 8 აპრილს, 145-ე საჯარო სკოლაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“საქართველოს მთავრობის მიერ საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სასკოლო სახელმძღვანელობის უფასოდ გადაცემის პრეცედენტი აქამდე არ ყოფილა. წელს პირველად ყველა საჯრო სკოლის მოსწავლისთვის სახელმძღვანელოებს სახელმწიფო შეიძენს,”- აცხადებენ სამინისტროში.
სამინისტროს ინფორმაციით, თითოეული ოჯახი ყოველწლიურად ერთი მოსწავლის სახელმძღვანელოების დრულ პაკეტში 100-160 ლარს იხდიდა, ორი მოსწავლის შემთხვევაში კი- 200-300 ლარს.
განათლების მინისტრის თქმით, სახელმძღვანელოებს სახელმწიფო თავად დაბეჭდავს.
რაც შეეხება გამომცემლობების ინტერესებს, მარგველაშვილი ამბობს, რომ გამომცემლობებთან სამინისტრო ფასის დაწევის თაობაზე მოლაპარაკებებს 5 თვის მანძილზე აწარმოებდა.
“ძალიან ბევრი ვარიანტი და მოდელი იყო გააზრებული სამინისტროს მიერ. ყველაფერი არის კანონის ფარგლებში, გამომცემლობებს კანონით დადგნილ თანხას ვაძლევთ, რომელიც საკმარისზე ბევრია. ახალი სახელმძღვანელოები დაიბეჭდება ბევრად უფრო ნაკლებად, თუმცა, ამავე დროს, ხარისხზე მუშაობას არ ვწყვეტთ.”
მინისტრის თქმით, ის 20 წლიანი ტვირთი, რომელიც ოჯახებმა სახელმძღვანელოების ყიდვის გამო გამოიარეს, დასრულდა.
“ოჯახების მიზანმიმართული გაღარიბების პოლიტიკა დასრულებულია.”
როგორც მინისტრი ამბობს, უფასოდ დარიგებული წიგნები, თუკი ისინი მომავალი წლისთვის არ შეიცვლება, მოსწავლეებმა უკან უნდა დააბრუნონ, რათა მათი გამოყენება მომავალ წელს სხვა მოსწავლეებმაც შეძლონ.
“თუ დახევენ, ალბათ, ასეთ შემთხვევაში გარკვეული მექანიზმი იქნება.”- ამბობს მინისტრი.

