BBC–ს ცნობით ტეტჩერი გულის შეტევით გარდაიცვალა.

 

მარგარეტ ტეტჩერი იყო პირველი და ამ დროისთვის უკანასკნელი ქალი, რომელიც ბრიტანეთის მთავრობას ხელმძღვანელობდა. ტეტჩერის პრემიერობა ყველაზე ხანგრძლივი იყო მე-20 საუკუნეში.

 
ტეტჩერი პრემიერ–მინისტრი 1979 წელს გახდა, ამ პოსტზე მან ბრიტანეთში ეკონომისკის კუთხით მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა. მიუხედავად მრავალი მწვავე კრიტიკისა, მან არჩეულ კურსს არ გადაუხვია, რის გამოც „რკინის ლედი“ შეარქვეს. პრემიერ–მინისტრის პოსტი ტეტჩერმა 1990 წელს დატოვა.
 
გადადგომის შემდეგ დაწერა წიგნი „სახელმწიფოს მართვის ხელოვნება“. 1992 წლის ივნისში მას ბარონესის ტიტული მიანიჭეს. 
 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *