გიორგი ვაშაძე
გიორგი ვაშაძე

“თეა წულუკიანი ცრუობს და თავის უცოდინრობას ამტკიცებს კიდევ ერთხელ, როდესაც ამ თემებზე საუბრობს. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი, ID ბარათები გაცემულია და რა მონაცემების დამატებას ვაპირებდით, გაუგებარია. იმ მონაცემებთან ერთად, რაც მან ჩამოთვალა, ბარათზე ასევე შეტანილია ელექტრონულად სურათი და ID ბარათს აქვს ელექტრონული ხელმოწერა, მორჩა და დამთავრდა.


მეორე, საუბრობს საპატრიარქოსთან დაკავშრებით და რაღაც რელიგიურ კომპონენტს იყენებს. მე პირადად ვიყავი პატრიარქთან ამ საკითხზე და ვესაუბრე, წმინდა სინოდს აქვს გადაწყვეტილება მიღებული ID ბართთან დააკვშირებით, სადაც ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ ის, რაც ქალბატონ თეას ვითომ აწუხებს, ეშმაკთან ურთიერთობა, არაფერ შუაში არ არის ამ ყველაფერთან.


და მესამე, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, საერთოდ რითია დაკავებული თეა წულუკიანი. არც ერთი ახალი პროდუქტი არ შეუთავაზებია მისი მინისტრობის პერიოდში ამ სისტემას მოქალაქეებისთვის. ვფიქრობ, რომ უკეთესია ისწავლოს და შემდეგ გააკეთოს განცხადება, მაგრამ ეს არაკვალიფიციურობა, მგონი, არა მხოლოდ თეას, არამედ ყველას პრობლემაა სახელმწიფო სექტორში”, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.


ვაშაძის თქმით, ჟურნალისტებთან საუბრისას თეა წულუკიანი სავარაუდოდ გულისხმობდა ვიდეორგოლს, რომელიც წინა მთავრობის პირობებში ინვესტორების და ბიზნესსექტორის მოსაზიდად დამზადდა:


“youtube-ზე დევს ვიდეო, რომლის ნახვაც ყველას შეუძლია, ეს არის ჩვენი ხედვა, როგორ უნდა განვითარებულიყო პროექტი და ეს განსაკუთრებით გამიზნული იყო ბიზნესსექტორებისთვის, ინვესტორებისთვის, რომლებიც საქართველოში ჩამოდიოდნენ და რომლებისთვისაც გვინდოდა გვეჩვენებინა, თუ როგორი არის ჩვენი ხედვა მომავალში და რა მიმართულებით განვითარდებოდა ეს პროექტი. ათასნაირი სხვადასხვა სერვისი უნდა ყოფილიყო მომავალში, მაგრამ ვხედავთ, რომ ასე არ გააკეთებს და ამაზე არ იმუშავებს წულუკიანი”, – განაცხადა ვაშაძემ.

რაც შეეხება იუსტიციის სახლების მშენებლობას, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ იუნესკოსთან დაკავშირებული პრობლემები ახლანდელი ხელისუფლების გამოგონილია და მათ უბრალოდ არ უნდათ მშენებლობების დასრულება:


“ზუგდიდის იუსტიციის სახლის დასრულებას რა უშლის ხელს? ან სხვა იუსტიციის სახლების მშენებლობის დამთავრებას, რომელიც გაყინულია. მათ არ უნდათ ააშენონ უბრალოდ, პირდაპირ გამოვიდეს თეა წულუკიანი და თქვას, რომ არ უნდა ააშენოს იუსტიციის სახლები და გავიგებთ ყველა და ჩვენ რომ დავბრუნდებით ხელისუფლებაში, იუსტიციის სახლებსაც ავაშენებთ და ძალიან ბევრ პროექტს დავიწყებთ, რომელიც ხალხს დაასაქმებს და კონკრეტულ შეღავათს მისცემს”, – განაცხადა ვაშაძემ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *