“ჰააგის სასამართლოში არის შესული პროკურორთან არაერთი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ჩივიან მოქალაქეები, ჩივიან არასამთავრობო ორგანიზაციები სხვადასხვა ქვეყნიდან და ამბობენ, რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი, რომ აგვისტოს ომის დროს სხვადასხვა პირებმა- სხვადასხვა ეთნიკური წარმოშობის და სხვადასხვა თანამდებობის- ჩაიდინეს სავარაუდოდ ან კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, ან სხვა ის დანაშაული, რომელიც შეიძლება ომის დანაშაულად კვალიფიცირდებოდეს. ჩვენი ვალდებულებაა, არ გავხადოთ ეს საქმე საერთაშორისო ტრიბუნალის განსახილველი და ჩვენს პრობლემებს ჩვენ თვითონ მოვუაროთ იმ ვალდებულებების ფარგლებში, რომელიც გვაქვს”, – განაცხადა წულუკიანმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას.
წულუკიანმა აგვისტოს ომთან დაკავშირებით პრეზიდენტის დაკითხვის აუცილებლობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, შესაძლოა დაკითხვის მომენტში სააკაშვილი პრეზიდენტი აღარ იყოს, თუმცა უნდა დაიკითხოს ისიც და და მასთან ერთად ძალიან ბევრი მაღალჩინოსანი, მიუხედავად მოქალაქეობისა და ეთნიკური წარმოშობისა:
“ჩემი და მთავარი პროკურორის მიზანია, რომ აგვისტოს ომი გამოვიძიოთ ჩვენ თვითონ, თუ ჩვენ ეს ვერ შევძელით და არ აღმოვჩნდით ან საკმარისად პროფესიონალები, ან საკმარისი პოლიტიკური ნება არ გვექნა ამისთვის, მაშინ ჩვენ იძულებულები ვიქნებით დავემორჩილოთ ჰააგის პროცესს და ეს საქმე წავიდეს საერთაშორისო დონეზე განხილვის რეჟიმში. დღესდღეობით ჩვენ გვაქვს სახეზე მრავალი ათეული ტომი, ნაწარმოები წინა ხელისუფლების მიერ, მაგრამ არის გარკვეული კითხვის ნიშნები”, – განაცხადა წულუკიანმა.
