“მე ამჟამად ვაწარმოებ კონსულტაციებს ჩემს კოლეგა კულტურის მინისტრთან და თუ აღმოჩნდა, მაგალითად, რომ მცხეთის იუსტიციის სახლი შენდება იქ, იმ ლანდშაფტში და ადგილას, რომელიც დაცულია იუნესკოს მიერ შემუშავებული წესებით, რადგან თქვენ იცით, რომ მცხეთა არის იუნესკოს სიაში, თუ ეს ასე დადგინდება, მე, რა თქმა უნდა, მომიწევს მივიღო გადაწყვეტილება მცხეთის იუსტიციის სახლის აშენების შეწყვეტის და უკვე ამოყვანილი კედლების კონსერვაციის შესახებ. ეს გადაწყვეტილება მე ჯერ არ მიმიღია, მე კონსულტაციებს ვაწარმოებ, რადგან მე არ ვიქნები ის ისუტიციის მინისტრი, რომელიც ხელყოფს იმ საუკუნოვან ქართულ კულტურას, რომელიც მცხეთაში არსებობს”, – განაცხადა წულუკიანმა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *