აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სასჯელაღსრულების სამინისტრო ავრცელებს. კომისიის სხდომა 6 აპრილს გაიმართა და გავრცელებული ინფორმაცის თანახმად, წევრებმა 300-მდე მსჯავრდებულის საქმე განიხილეს, რომელთაც პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარი ეთქვათ სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების მიერ.
“პრიორიტეტი მიენიჭათ პირებს, რომლებიც ადმინისტრაციის მხრიდან ხასიათდებიან დადებითად და სასჯელის სრულ მოხდამდე დარჩენილი აქვთ 6 თვემდე. ამასთანავე, ინდივიდუალურად შეფასდა მსჯავრდებულის მხრიდან დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკები. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2013 წლის 6 აპრილს სასჯელაღსრულების დაწესებულებებს დატოვებს 48 მსჯავრდებული, მათ შორის არიან 5 მძიმე ავადმყოფი და 5 ქალბატონი”– ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სამინისტრო აცხადებს, რომ კომისიის სხდომის ჩატარება ხარებას უკავშირდება.
