ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილი რეჯეპ თაიფ ერდოღანს შეხვდა

6 აპრილი, 2013 • • 2336
მიხეილ სააკაშვილი რეჯეპ თაიფ ერდოღანს შეხვდა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მიხეილ სააკაშვილმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ორი ქვეყნის ურთიერთობაზე ისაუბრეს და თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.

 

 

 

 

მათ იმ პროექტებზეც გაამახვილეს ყურადღება, რომლებსაც თურქეთი და საქართველო ერთობლივად ახორციელებს.

 

 

შეხვედრისას ლიდერებმა განაცხადეს, რომ ის მეგობრული ურთიერთობა, რომელიც საქართველოსა და თურქეთს შორის ბოლო წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა და მთელი რეგიონისთვისაა მისაბაძი, კვლავაც გაგრძელდება. თურქეთის პრემიერ-მინისტრმა საქართველოს პირველ პირს სტამბულში, დოლმაბაღჩას სასახლეში უმასპინძლა.

 

მიხეილ სააკაშვილი თურქეთში დღეს გაემგზავრა. ვიზიტი ორდღიანია და პრეზიდენტი საქართველოში 8 აპრილს დაბრუნდება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი