ახალი ამბები

ქართველი სამხედროები ავღანეთიდან დაბრუნდნენ

6 აპრილი, 2013 • • 1168
ქართველი სამხედროები ავღანეთიდან დაბრუნდნენ

სამშვიდობოებს აეროპორტში საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი პირები და III ქვეითი ბრიგადის მეთაური ვიცე-პოლკოვნიკი მალხაზ მერლანი დახვდნენ.

 

საქართველოს ჯარი
საქართველოს ჯარი

32-ე ბატალიონი ISAF-ის მისიის ფარგლებში ავღანეთში 6 თვის განმავლობაში წარმატებით ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას.

 

ბატალიონის სამშობლოში დაბრუნება ეტაპობრივად მოხდება. 22 აპრილამდე ბატალიონი სრულად დაბრუნდება საქართველოში. ეს ბატალიონი ავღანეთში როტაციის წესით IV ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონმა ჩაანაცვლა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი