საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, იგი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან,
პრემიერ-მინისტრთან ბიძინა ივანიშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან მაია ფანჯიკიძესთან,
სახელმწიფო მინისტრთანევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში
ალექსი პეტრიაშვილთან და თავდაცვის მინისტრთან ირაკლი ალასანიასთან.

8 აპრილს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, გაიმართება ერთობლივი პრეს-კონფერენცია.სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიროსლავ ლაიჩაკი აგრეთვე ეწვევა საგარეო საქმეთა სამინისტროს სასწავლო ცენტრს და წაიკითხავს ლექციას თემაზე: „ევროკავშირის პოლიტიკა სამხრეთ კავკასიასთან მიმართებაში.“
ვიზიტის ფარგლებში (8 აპრილი) ასევე დაგეგმილია საქართველო სლოვაკეთის ბიზნეს-ფორუმი, რომელსაც ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი გახსნის. აღნიშნული ბიზნეს-ფორუმი საქართველოსა და სლოვაკეთის საქმიანი წრეების წარმომადგენლებს შორის კავშირების გაღრმავებასა და ურთიერთსაინტერესო პროექტების განვითარებას შეუწყობს ხელს.
