მცხეთაში ქალს სამგზავრო მატარებელი დაეჯახა. შემთხვევა მცხეთაში დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა, სამგზავრო მატარებელი თბილისიდან ფოთის მიმართულებით მოძრაობდა.

როგორც ნეტგაზეთს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც  რკინიგზის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

შსს-ის ინფორმაციით, დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *