ახალი ამბები

ლევან იზორია: რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკება გამორიცხულია

13 ივლისი, 2017 • 2120
ლევან იზორია: რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკება გამორიცხულია

დღეს ბათუმში, სასტუმრო “ჰილტონში“ იმართება მე-14 საერთაშორისო კონფერენცია – „საქართველოს ევროპულ გზა – რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა“. კონფერენციაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ განაცხადა, რომ „რუსეთთან პირდაპირი დიალოგი გამორიცხულია და ეს ურთიერთობა უნდა გაგრძელდეს საერთაშორისო ფორმატის ფარგლებში და უნდა მოხდეს იმ შედეგის მიღწევაც, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია“.

კონფერენცია ბათუმში

კონფერენცია ბათუმში

სასტუმრო “ჰილტონში“ მე-14 საერთაშორისო კონფერენცია – „საქართველოს ევროპულ გზა – რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა“ დღეს გაიხსნა და ორ დღეს გაგრძელდება. კონფერენციას ესწრებიან ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტი მაროშ შევჩოვიჩი და ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცეპრეზიდენტი ვაზილ ჰუდაკი. ასევე -საქართველოს მთავრობის წევრები.

19905263_1818215761825429_9202013978459668318_nკონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

დღეს კონფერენციის ფრგლებში ხელი მოეწერება სამ ფინანსურ შეთანხმებას. 1. ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაციის პროექტის ფარგლებშიი 250 მილიონი ევროს დაფინანსების გამოყოფის, 2. ვარდნილის და ენგურის ჰიდროსადგურების რეაბილიტაციისთვის დამატებით 3,5 მილიონი ევროთი დაფინანსებას, 3. ბათუმის საქალაქო სატრანსპორტო პარკის 10 ელექტრო და 20 დიზელზე მომუშავე ავტობუსით შევსების ფინანსურ შეთანხმებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი