გიორგი კალანდაძემ “რუსთავი2” –ის გადაცემა “პოზიციაში” განაცხადა, რომ ალასანია მისგან თავდაცვის ყოფილი მინისტრ ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ჩვენების მიცემის ითხოვდა.
კალანდაძის განცხადებით, მის დაკავებამდე ირაკლი ალასანია ამ საკითხზე ცალკე ოთახში გაესაუბრა:
“ბატონი ირაკლი ალასანიას ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს. მანამ შევიდოდი გვერდზე ოთახში, სადაც ამხელა სიურპრიზი დამახვედრეს, მან პირადად მითხრა, რომ “მეთანამშრომლა” გამოძიებასთან, რაზეც მე პირდაპირ ვუთხარი, რომ ვითანამშრომლებ და რა შეკითხვებიც ექნებოდათ, პასუხს გავცემდი. მაშინ მისი ნათქვამი პირდაპირ გავიგე და ვერ წარმოვიდგინე, თუ რამეს მაკადრებდნენ. ეს იყო საუბარი ჩემსა და ირაკლი ალასანიას შორის იქამდე, ვიდრე იმ ოთახში შევიდოდი, სადაც ქალბატონი წულუკიანი, კბილაშვილი, რამდენიმე გამომძიებელი და ასევე, სამხედრო ფორმაში ჩაცმული პოლიციის თანამშრომლები მელოდებოდნენ”.
კალანდაძის თქმით, თანამშრომლობა ნიშნავდა იმას, რომ ბრალდებულის სტატუსი მოეხსნებოდა და მოწმის სახით დაიკითხებოდა:
“ალასანიამ ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ჩვენების მიცემა მომთხოვა. თანამშრომლობა სწორედ ამას ნიშნავდა, რის შემდეგაც ბრალდებულის სტატუსი მომეხსნებოდა. მომთხოვა არა მარტო მე, არამედ პოლკოვნიკ კიკაბიძეს სხვისი პირით და სხვისი შემოთვლით. კიკაბიძე იყო დაბარებული პროკურატურაში. ის იყო ამერიკაში სამხედრო წარმომადგენელი. ჩამოიყვანეს და პირდაპირ უთხრეს, რომ თუ ითანამშრომლებ, იქნები მოწმის სტატუსით. ის ასახელებს პროკურორ ცაცუას. თუ ასეთ ჩვენებას მისცემდა, ჩვენ საწინაააღმდეგოს, ის დაუბრუნდებოდა თავის სამსახურს ამერიკაში. ამ განცხადებაზე კიკაბიძემ შეიტანა საჩივარი პროკურატურაში. ეს საქმეც გამოძიბაში შევა.”
განცხადება იმის თაობაზე, რომ კალანდაძეს ალასანიამ ახალაიას წინააღმდეგ ჩვენების მიცემა მოთხოვა, რამდენიმე დღის წინ ბაჩო ახალაიამ გააკეთა სასამართლო პროცესზე, რაც მაშინ არც უარყო და არც დაადასტურა გიორგი კალანდაძემ.
მაშინ ეს ბრალდება თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ სატელევიზიო ეთერში უარყო.