მოვაჭრეები ხელისუფლებას გულგრილობაში ადანაშაულებენ და საქართველოს პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვენ. 

 

 

“ამ მთავრობის ამომრჩევლები ვართ. ვალდებულები არიან მიგვიღონ და მოგვისმინონ. 27 მარტს უნდა დადებულიყო დასკვნა მეწარმეების ზარალის შესახებ. ეს არ გაკეთებულა. გამოძიება ჭიანურდება. დღემდე არ არის ექსპერტიზის დასკვნა, სავაჭრო ცენტრი შეგნებულად დაწვეს, თუ რაღაც შემთხვევის გამო დაიწვა. 164 მეწარმეა დაზარალებული. აგვინაზღაურონ ზარალი” – აცხადებენ მოვაჭრეები.

 

 

დაზარალებული მოვაჭრეების განცხადებით, ამ დრომდე ფინანსთა მინისტრის გარდა მათ მთავრობის არც ერთი წარმომადგენელი არ შეხვედრიათ:

 

“ნოდარ ხადურმა განგვიცხადა, რომ ვერაფრით დაგეხმარებით, ხაზინაში ფული არ გვაქვსო. შემოსავლების სამსახურმა წლიური მოგება გადაგვივადა სექტემბრამდე. ინკასო არ დაედება ჩვენს ანგარიშებს და საურავები დაერიცხება. შემოსავლების სამსახურში გვითხრეს, რომ იმდენად ცოტაა საურავები, რომ უხერხულია მათი ჩამოჭრა. ბანკებმა ვალი არ გადაგვივადეს და საურავებს გვარიცხავენ. როცა არაფერი არ დამრჩა, ეს ვალი როგორ გადავიხადო”– ამბობს “საბაში” ხანძრის შედეგად დაზარალებული ქეთევან ბახტაძე.  

 

მოვაჭრეების განცახდებით, მათ ოფიციალური წერილით მიმართეს საქართველოს პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილს და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს. მათ ამ დრომდე პასუხი არ მიუღიათ. 

 

ავეჯის სავაჭრო ცენტრ “საბაში” მომხდარი ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებთან მთავრობის წარმომადგენლები არც დღეს მისულან.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *