პარლამენტარები, რომლებმაც 30 ათასზე მეტი დახარჯეს საზღვარგარეთ მივლინებებისთვის

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, 6 თვის განმავლობაში, დეპუტატების მივლინებებისთვის საქართველოში და საზღვარგარეთ 804 716 ლარი დაიხარჯა ბიუჯეტიდან.

“ნეტგაზეთმა” საქართველოს პარლამენტიდან გამოითხოვა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელმა დეპუტატებმა ისარგებლეს ბიუჯეტის თანხებით მივლინებებისთვის. პარლამენტიდან მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ყველაზე მეტი თანხა პარლამენტის ვიცე სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის მივლინებისთვის დაიხარჯა, ხოლო ყველაზე ნაკლები – პარლამენტარ აკაკი ბობოხიძის მივლინებისთვის.

ამ პერიოდის განმავლობაში ყველაზე მეტი მივლინებით დიმიტრი ცქიტიშვილმა ისარგებლა. დანარჩენი ინფორმაცია იხილეთ ქვემოთ:

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com