“მინდა შემოგთავაზოთ წინადადება, გამოცხადდეს მორატორიუმი. ის, რაც გაკეთდა იქ, არის დარჩენილი ვალდებულება, მათ შორის აბანო და სხვა ადგილები, თქვენ გააკეთეთ და შევადაროთ. თუ აღმოჩნდება, რომ თქვენი გაკეთებული უკეთესი აღმოჩნდება, მე ვიქნები პირველი ადამიანი, რომელიც ამას აღიარებს. მე თვითონ მოვანგრევ ყველა სხვა აშენებულ შენობას. მე არ ვარ არქიტექტორი, ეს ჩემი პოლიტიკური გემოვნებაა. არ ვაპირებ არქიტექტორულ დეტალებზე დისკუსიის გაგრძელებას. 100 წლის მერე არავის ეხსომება ეს შეხვედრა და იმ ადამიანების გვარები, ვინც ამ მშენებლობას დასცინოდა. შეგახსენებთ, რომ ყველა ქართულ ხუროთმოძღვრულ ძეგლს კრიტიკოსი ჰყავდა, სვეტიცხოველსაც კი,”- განაცხადა შეხვედრის დატოვებამდე ვანო მერაბიშვილმა.

 

კომენტარის გაკეთებამდე მერაბიშვილმა მის წინ მჯდომ რაბათის ციხის მმართველს გუჯა ბიჭაშვილს ადგილის დატოვება მოსთხოვა, ვინაიდან მერაბიშვილის თქმით, ბიჭაშვილის კომენტარები მერაბიშვილის მიმართ პროვოკაციული იყო.

 

“რაბათის” ციხის მშენებლობის დეტალებზე მრგვალი მაგიდა, რომელსაც კულტურის სამინისტროს წარმომადგენელთა გარდა, ხელოვნებათმცოდნეები, ექსპერტები, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი ნიკა ვაჩეიშვილი და სასულიერო პირები ესწრებიან, დღეს, 5 აპრილს, სამინისტროში 2 საათზე დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.

 

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *