ძიძიგური მიიჩნევს, რომ არ არის სასურველი, პრეზიდენტმა ვეტო გამოიყენოს:
“არ არის სასურველი, რომ ვეტოს მიმართულებით იაროს პრეზიდენტმაც და უმცირესობამაც, ვფიქრობ, გაცილებით სჯობს, რომ მოვუხმოთ ლოგიკას და ჩვენი ქვეყნის ინტერესი რაც არის, იმის მიხედვით ვიმოქმედოთ. თუ ვეტოს დაადებს, ნუ, ახლა მათი უფლებაა, დაადონ ვეტო. ვეტოს შემდეგ ჩვენ ვიცით, როგორ უნდა გავაგრძელოთ საქმიანობა ისე, რომ ვეტო მოვხსნათ. “
საპარლამენტო უმცირესობის წევრის გოკა გაბაშვილის თქმით, თუ უმრავლესობა “ოკუპაციის შესახებ კანონში” ცვლილებების პროექტს კენჭისყრაზე გაიტანს, პრეზიდენტი მას ვეტოს დაადებს.
ამის შესახებ დეპუტატმა დღეს, 5 აპრილს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე განმარტებით, ისინი ყველანაირად ეცდებიან, რომ ამ კანონპროექტს ხელი შეუშალონ:
“თუ ჩვენ უძლურები აღვმოჩნდით და პოლიტიკური ნება რუსეთის წინაშე დაჩოქებისა უმრავლესობაში, რა თქმა უნდა, ამ კანონს დაედება ვეტო და შემდეგ მათ მოუწევთ ერთიანად, კონსოლიდირებულად ვეტო გადალახონ და ყველას ერთად მოუწევს ხელის მოწერა იმაზე, რის გაკეთებასაც დაუშვებენ.”
