ახალი ამბები

კახეთში დენის შემცირებული ტარიფის დასაფარად მთავრობამ 2.5 მილიონი გამოყო

5 აპრილი, 2013 • 1274
კახეთში დენის შემცირებული ტარიფის დასაფარად მთავრობამ 2.5 მილიონი გამოყო

მთავრობის განკარგულებით, ინდივიდუალური მრიცხველის მქონე აბონენტების შემთხვევაში, რომლებიც 101 კვტ/სთ-ის ჩათვლით ელექტროენერგიას მოიხმარენ, მთავრობა 1 კვტ/სთ-ზე 4.04 თეთრის (დღგ-ის ჩათვლით) ოდენობით თანხას დაუფარავს, 101-დან 301 კვტ/სთ-ის ჩათვლით კი – 1 კვტ/სთ-ზე – 3.54 თეთრს. საერთო მოხმარების მრიცხველის მქონე აბონენტების შემთხვევაში, 1 კვტ/სთ-ზე 4.04 თეთრის (დღგ-ის ჩათვლით) ოდენობით.

 

კახეთის რეგიონში ელექტროენერგიის განაწლებას “კახეთის ენერგოდისტრიბუცია” ახორციელებს, რომელიც გაკოტრების რეჟიმში იმყოფება და ამის გამო მასთან მთავრობამ ტარიფების გაიფების შესახებ მემორანდუმის გაფორმება ვერ მოახერხა, როგორც ეს “თელასსა” და “ენერგო პრო ჯორჯიასთან” განხორციელდა. შესაბამისად, მთავრობის გადაწყვეტილებით, კახეთის ენერგოდისტრიბუციის აბონენტებს სუბსიდიას მთავრობა გამოუყოფს.

მასალების გადაბეჭდვის წესი