გამოძიების ცნობით, ძამაშვილმა და მენთეშაშვილმა თურქეთის რესპუბლიკაში საქონლის ტყავის ექსპორტისთვის ერთ-ერთ შპს-ზე უკანონოდ გასცეს „საქართველოდან ექსპორტირებული ცხოველური წარმოშობის ნედლეულის“ ვეტერინარული სერთიფიკატი, რის საფუძველზეც აღნიშნულმა კომპანიამ მსხვილფეხა რქოსანი საქონლის ტყავის ექსპორტი თურქეთში სამჯერ განახორციელა.

 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება), რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე  ვადით.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *