აჭარის ჯანმრთელობის მინისტრის, ნუგზარ სურმანიძის ინფორმაციით, არის საშუალო და მსუბუქი სიმძიმის ინტოქსიკაცია. ამ დროისთვის სპეციალისტები მუშაობენ იმ მიზნით, რომ დაადგინონ, რამ გამოიწვია ბავშვების მასობრივი მოწამვლა.
წინასწარი მონაცემებით, ბავშვები, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირით მოიწამლნენ, რასაც აჭარის ჯანდაცვის მინისტრიც არ გამორიცხავს:
„ვიყავით სკოლაში, ბავშვები ამბობენ, რომ იყო ცუდი სუნი. შედეგი დამდგარია და შედეგის გამომწვევი უნდა იყოს ბუნებრივი აირი ან სხვა ამ სახის ნივთიერება“.
