შეხვედრის დაწყებამდე ელჩმა ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით,  პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, თედო ჯაფარიძის მოწვევით იმყოფება:

 

„საუბარი იქნება თურქეთ-საქართველოს ურთიერთობებზე. კულტურული მემკვიდრეობის აღდგენაზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რაც შეეხება რაბათს, ექსპერტები იყვნენ ჩამოსული, ნახეს, გარკვეულ შესწორებებს ელოდებიან, მაგრამ ჯერჯერობით ეს საკითხი არ არის გადაწყვეტილი“.

„თურქეთი ჩვენი დიდი მეზობელია, რომელთანაც მოგობრული ურთიერთობა გვაქვს. კოლტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებით რასაც გადაწყვეტენ და რა დასკვნებსაც გამოიტანენ, ჩვენთვის მისაღები იქნება. ის ყველაფერი, რაც საქართველოს ინტერესებს შეეხება, ჩვენ მიერ იქნება დაცული,“ – განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *