აქციის მონაწილეები ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვენ.
“გვინდა შეხვდეთ ივანიშვილს, მადლობა გადავუხადოთ ყველაფრისთვის და ვუთხრათ, რომ ჩვენს რეგიონშიც გატარდეს ის კურსი, რის გამოც ჩვენ ხმა მივეცით ახალ ხელისუფლებას. დღეს ადგილობრივ მთავრობას ისევ ძველი პირები ხელმძღვანელობენ, რომლებიც ამ კურსს ვერ ახორციელებენ. სამუშაო ადგილების არქონის გამო იძულებული არიან ჩვენი მაცხოვრებლები სამუშაოდ რუსეთში წავიდნენ,”- აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
გარდა ამისა, კანცელარიასთან შეკრებილი მოქალაქეები აცხადებენ, რომ უმცირესობის მხრიდან ბოლო დროს საუბარია რეგიონში სეპარატისტულ საფრთხეებზე, რაც, მათი თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება. მათ აქვთ ტრანსპარანტი წარწერით, “შეწყდეს ეროვნული შუღლის გაღვივება ჯავახეთში.”
შეკრებილებთან შესახვედრად რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი მივიდა.
“თქვენს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას და მოთხოვნებს პრემიერს აუცილებლად გავაცნობ. 15 აპრილს ვგეგმავ
ახალქალაში ჩამოსვლას, აუცილებლად შეგხვდებით და გავაგრძელოთ მსჯელობა იმის შესახებ, თუ რის გაკეთება
შეიძლება რეგიონში პრობლემების მოსაგვარებლად. რაც შეეხება სეპარატზმის საფრთხეს, პირადად მე და
ჩვენი მთავრობის სხვა წევრები დარწმუნებულნი ვართ, რომ ამგვარი საფრთხე არ არსებობს”, – განაცხადა პაატა
ზაქარეიშვილმა აქციის მონაწილეებთან საუბარში.

