სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, უწყების თანამშრომლებმა  მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე  რადიოაქტიური ნივთიერების ამერიციუმ 241-ის შეძენა -შენახვის ფაქტზე  მოქალაქეები -ჯემალ ჭილაია, კობა ვახტანგიშვილი და სიმონ ბერულაშვილი დააკავეს.

 

 

ამერციუმ 241
ამერციუმ 241

 

ექსპერტიზის ცნობით,  ამერიციუმ 241 წარმოადგენს მაღალი ქიმიური შემცველობის რადიოაქტიურ ნივთიერებას, რომელთან სიახლოვე განსაკუთრებით საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის.

 

 

ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 230 -ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 10 წლამდე ვადით.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *