ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ქართველი სტუდენტების აქცია სოფელ ბერშუეთთან – “არა ოკუპაციას”

8 ივლისი, 2017 • 30025
ქართველი სტუდენტების აქცია სოფელ ბერშუეთთან – “არა ოკუპაციას”

საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთთან სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სასაზღვრო ზოლთან საპროტესტო აქციას “არა ოკუპაციას” მართავენ.

დღევანდელი აქციითმოქალაქეები  სოფელ ბერშუეთთან ახალი საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების დადგმას აპროტესტებენ.

4 ივლისს ქართული მედიისა და სუს-ის მიერ გავრცელებულ ცნობას,  რომ “გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის მიმართულებით არსებულ საოკუპაციო ხაზზე უკანონოდ დამონტაჟებული ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის გამო რამდენიმე ადგილობრივი მაცხოვრებლის სასოფლო-სამეურნეო სავარგული ნაწილობრივ ოკუპაციის ხაზს მიღმა მოექცა”, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირებლო მისია (EUMM) გამოეხმაურა. მისიის ინფორმაციით, ბანერების დადგმის უკანასკნელი ფაქტი ფიქსირდება არა 4 ივლისს, არამედ 2017 წლის 19 ივნისს ბერშუეთის [გდულეთი] მახლობლად, ძალიან ახლოს ადმინისტრაციულ საზღვართან, იმ მონაკვეთზე, რომელიც თბილისის მიერ არ კონტროლდება.

4 ივლისს ქართული მხარის მიერ გაკეთებულ ოფიციალურ განცხადებებს მოსკოვიც გამოეხმაურა და საქართველო კვლავ ცრუ და აბსურდულ განცხადებებში დაადანაშაულა. 

გაეროში საქართველოს მისიამ გაეროს უშიშროების საბჭოსა და გენერალურ ასამბლეას გორის რაიონის სოფელ ბერშუეთთან რუსული ჯარების თვითნებური ქმედების გამო სპეციალური განცხადება წარუდგინა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი