ახალი ამბები

მტკვრის გაწმენდაზე პასუხისმგებლობას არც ერთი უწყება იღებს

7 ივლისი, 2017 • 6248
მტკვრის გაწმენდაზე პასუხისმგებლობას არც ერთი უწყება იღებს

დღეს  დაბინძურებული მტკვრის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა გავრცელდა. ნეტგაზეთის შეეცადა გაერკვია, გეგმავდნენ თუ არა სახელმწიფო სტრუქტურები მდინარის გაწმენდითი სამუშაოების ჩატარებას. თუმცა, როგორც გაირკვა, მტკვირს გაწმენდა არც მერიის და არ გარემოს დაცვის სამინისტროს კომპეტენციაში არ შედის.

როგორც “ნეტგაზეთს” მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, მტკვრის კალაპოტის გაწმენდა მერიის კომპეტენცია არაა, თუმცა მიმდინარე წლის გაზაფხულზე, დედაქალაქის მერიამ კეთილი ნების საფუძველზე, თბილსერვის ჯგუფის დახმარებით მდინარის კალაპოტი საფუძვლიანად გაწმინდა:

“თავის დროზე, გაზაფხულზე ჩვენ რომ გავწმინდეთ მტკვრის კალაპოტი მთლიანად, ესეც არ იყო მერიის კომპეტენცია. უბრალოდ, კეთილი ნება გმაოიჩინა მერიამ და გაზაფხულზე აბსოლუტურად საფუძვლიანად გაიწმინდა კალაპოტი და ჩართული იყო თბილსერვისი. მერიის კომპეტენცია ეს არ არის, უბრალოდ, კეთილი ნების საფუძველზე გაიწმინდა, როცა გაიწმინდა” – უთხრეს “ნეტგაზეთს” თბილისის მერიის პრესსამსახურში.

აღნიშნულ საკითხზე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსაც დავუკავშირდით, სადაც განაცხადეს, რომ მდინარის კალაპოტის გაწმენდის არც ვალდებულება და არც ტექნიკური საშუალებები სამინისტროს არ გააჩნია და ის პოლიტიკის შემუშავებაზეა ორიენტირებული. როგორც გარემოს დაცვის სამინისტროში აცხადებენ, მტკვრის კალაპოტის დასუფთავება უშუალოდ მუნიციპალიტეტის კომპეტენციაა:

“მტკვრის სანაპირო დაგვისუფთავებია, ასე ვთქვათ, კეთილი ნებით, ხალხის ჩართულობით, ხოლო გარემოს ეროვნულ სააგენტოს შეუძლია წყლის ხარისხის შესწავლა, რითაც განსაზღვრავს მხოლოდ ხარისხს. დასუფთავება სამინისტროს არანაირად არ ეკუთვნის – სამინისტრო პოლიტიკის განმსაზღვრელია.

დაბინძურებული მტკვარი ორთაჭალის ჰესთან 07.07.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

დაბინძურებული მტკვარი ორთაჭალის ჰესთან 07.07.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი