კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გოსტიბეს მიდამოებში მაშველები 4 დაკარგულს ეძებენ. როგორც ნეტგაზეთს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში უთხრეს, დაკარგულები, სავარაუდოდ, მოლაშქრეები არიან, რომლებიც გოსტიბეს ტყეში დაიკარგნენ.

სააგენტოს ინფორმაციით, შეტყობინება დაკარგულების შესახებ 5 ივლისს, გვიან ღამით მიიღეს და სამაშველო ღონისძიებები დაუყოვნებლივ დაიწყეს, თუმცა დაკარგულთა პოვნას მაშველები ამ დრომდე ვერ ახერხებენ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *