ახალი ამბები

პარლამენტი საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე მსჯელობს

1 აპრილი, 2013 • • 1481
პარლამენტი საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე მსჯელობს

წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოები, საკრებულოები, პარლამენტის მსგავსად, პროპორციული და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემების საფუძველზე აირჩევა. 

ირინე იმერლიშვილი ზაქარია ქუცნაშვილი დავით საყვარელიძე შოთა მალაშხია
ირინე იმერლიშვილი ზაქარია ქუცნაშვილი დავით საყვარელიძე შოთა მალაშხია

 

 

საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების პროექტის ერთ-ერთი ავტორი საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის ხელმძღვანელი ირინა იმერლიშვილია. 

 

 

 

მისი თქმით, დღეს არსებულ კანონმდებლობაში არსებული ჩანაწერით, საკრებულოს უფლებამოსილების ვადის გასვლამდე თუ არის დარჩენილი ორი წელი, არჩევნები ვერ დაინიშნება:”ჩვენ ამ შეზღუდვას ვამცირებთ ერთ წლამდე. ეს არის ცვლილელები, რომლებიც ჩემთან ერთად ინიცირებულია კიდევ ორი მაჟორიტარი დეპუტატის- სოსო ჯაჭვლიანისა და ონის მაჟორიტარი დეპუატატის მიერ. წამოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივის განხორციელების შემთხვევაში, საკრებულოს შემადგენლობის შევსება სამჯერ მოხდება. შუალედური არჩევნები არ ჩატარდება იმ შემთხვევაში, თუ საკრებულოს უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე ერთ წელზე ნაკლებია დარჩენილი.” 

 

 

 

მისივე განმარტებით, არჩევნების გასამართად საკრებულოს მინიმუმ 3 დეპუტატი უნდა გამოაკლდეს:

 

 

 

 

“ოქტომბრის ნაცვლად  შუალედური არჩევნების დანიშვნის საშუალება იყო ივნისში და თებერვალშიც. შუალედური არჩევნები დაინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სამი მაჟორიტარი გამოაკლდება საკრებულოს. რადგან ნებისმიერი დონის საკრებულოში სამი დეპუტატი ეს არის ფრაქცია. ლოგიკურია, თუ ერთი ფრაქცია გამოაკლდება საკრებულოს, უნდა დაინიშნოს ადგილობრივი არჩვენები.“

მასალების გადაბეჭდვის წესი