ახალი ამბები

კალაძე: რატომ უნდა დაინიშნოს თურქი ჩემს მოადგილედ?

1 აპრილი, 2013 • 951
კალაძე: რატომ უნდა დაინიშნოს თურქი ჩემს მოადგილედ?

„არ ვიცი, სისულელეა რაღაც. მე არ ვიცნობ საერთოდ ეგეთ პიროვნებას და რატომ უნდა დაინიშნოს თურქი ჩემს მოადგილედ, როცა საქართველოში ძალიან ბევრი სპეციალისტი გვყავს კარგი?!“

 

მოგვიანებით გაზეთ “რეზონანსის” მთავარმა რედაქტორმა ლაშა ტუღუშმა განმარტა, რომ აღნიშნული სტატია საპირველაპრილო ხუმრობა იყო.

 

კახი კალაძემ და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ ბათუმში სტიქიის შედეგად დაზარალებული ადგილები მოინახულეს. ვიცე-პრემიერის განცხადებით, სამუშაოები მიმდინარეობს და აჭარა ტურისტულ სეზონს მომზადებული შეხვდება.

 

არჩილ ხაბაძის განცხადებით, ზარალი არ გაზრდილა:

 

„ბოლო მონაცემებს დამატებით მოგაწვდით. რამდენიმე დღეში ჩატარდება ტენდერი და დაიწყება სამუშაოები“.

მასალების გადაბეჭდვის წესი