ახალი ამბები

სწრაფი გადახდის აპარატების საკომისიო ჩარიცხული თანხის 4 პროცენტი იქნება

1 აპრილი, 2013 • • 3039
სწრაფი გადახდის აპარატების საკომისიო  ჩარიცხული თანხის 4 პროცენტი იქნება

კომპანიებმა საკომისიოს პროცენტი დამოუკიდებლად განსაზღვრეს. 

 

 

კომპანია „ნოვა ტექნოლოჯის“ მარკეტინგის სამსახურში ახცადებენ, რომ მობილური კომპანიების- „მაგთის“, „ჯეოსელის“ და „ბილაინის“ აბონენტებს მომსახურეობისათვის ჩარიცხული თანხის 4 პროცენტი ჩამოეჭრებათ.

 

„ნოვა ტექნოლოჯის“ მარკეტინგის სამსახურში აცხადებენ, რომ 2013 წლის 1 აპრილამდე აბონენტების მომსახურების თანხას მობილური ოპერატორები იხდიდნენ. თუმცა 1 აპილიდან მათ მომსახურების თანხის გადახდაზე უარი განაცხადეს.

 

„ნოვა ტექნოლოჯი“ ადგილობრივ ბაზარზე 2007 წლიდან ოპერირებს.

 

4 პროცენტს ჩამოაჭრის მომხმარებელს კომპანია „OSPM“–ი. რაც ყოველ ჩარიცხულ 1 ლარზე 4 თეთრი იქნება. 

 

მომხმარებელს მომსახურების თანხას არ ჩამოაჭრის „საქართველოს ბანკი“.  ბანკის გადაწყვეტილებით, მისი ინტერნეტბანკის, მობილბანკის, ბანკომატების, ასევე თვითმომსახურების ტერმინალების (Express Pay) მეშვეობით მობილური ტელეფონის ბალანსის შევსების საკომისიო განისაზღვრა 0%– ით.

 

საქართველოს ბანკს  745 თვითმომსახურების ტერმინალი, ასევე უახლესი თაობის მობილბანკი და ინტერნეტბანკი აქვს.

 

სწრაფი გადახდების სეგმენტში ოთხი კომპანია ოპერირებს.  „თიბისი ფეით“ სარგებლობისას მომხმარებელს ჩარიცხული თანხის 4 პროცენტი ჩამოეჭრება. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი