კახი კალაძემ და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ, სტიქიის შედეგად დაზარალებული ადგილები მოინახულეს. ვიცე-პრემიერის განცხადებით, სამუშაოები მიმდინარეობს და აჭარა ტურისტულ სეზონს მომზადებული შეხვდება.

 

არჩილ ხაბაძის განცხადებით, ზარალი არ გაზრდილა. „ბოლო მონაცემებს დამატებით მოგაწვდით. რამდენიმე დღეში ჩატარდება ტენდერი და დაიწყება სამუშაოები“.

 

არჩილ ხაბაძემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ხელვაჩაურში უნებართვოდ ჩასახლებულებთან დაკავშირებითაც. მისი განცხადებით, ჩასახლებულების საკითხი შესწავლილია:

 

„ვფიქრობ არასამთავრობოებთან შეხვედრის დროს ლოიალური და დემოკრატიული გადაწყვეტილება მივიღეთ, დღეს გავა კომისია და მოსახლეობის იმ ნაწილს, ვისაც არ ეკუთვნის კომპენსაცია და საცხოვრებელი სახლი, აუხსნიან რომ დატოვონ ადგილი“.

 

არჩილ ხაბაძის განცხადებით, თვითნებურად ჩასახლებული 2 000 ოჯახიდან, საცხოვრებელი მინიმუმ 95 პროცენტს არ ეკუთვნის: „დაახლოებით 30-იდან 50 ოჯახამდეა ვინც ბინით უნდა დაკმაყოფილდეს. ამ შემთხვევაში მათ გრაფიკს შევთავაზებთ თუ რა პერიოდში შევძლებთ მათ დაკმაყოფილებას“.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *