უჩა ნანუშავილის განცხადებით, გასულ წელს პენიტენციურ სისტემაში 67 პატიმარი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საშუალო ასაკი 44 წელი იყო. სახალხო დამცველის განცხადებით, პატიმართა გარდაცვალება “ციხის სკანდალამდეა” დაფიქსირებული და ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელია.

 

“გასულ წელს პატიმართა რაოდენობით საქართველო ერთ-ერთ პირველ ადგილზე იყო მსოფლიოში”, – აცხადებს უჩა ნანუაშვილი. მისი თქმით, გასული წლის მარტიდან მიმდინარე წლის მარტის ჩათვლით პერიოდში პატიმართა რაოდენობა 12 ათასით შემცირდა:

 

უჩა ნანუაშვილი/ფოტო: მზია საგანელიძე, რადიო თავისუფლება
უჩა ნანუაშვილი/ფოტო: მზია საგანელიძე, რადიო თავისუფლება

“ჩვენ მივესალმებით ნოლოვანი ტოლერანტობის შეცვლას უფრო ლიბერალური სისხლის სამართლის კანონმდებლობით”, – აღნიშნავს სახალხო დამცველი.

 

ანგარიშში, ომბუდსმენით თქმით, ასახულია წინასაარჩევნო პერიოდში დაფიქსირებული დარღვევები, მათ შორის საუბარია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის (ყოფილი კონტროლის პალატის) მხრიდან გამოვლენილ ქმედებებზე საარჩევნო სუბიექტებთან მიმართებაში.

 

უჩა ნანუაშვილის განცხადებით, გასულ წელს არაერთი ფაქტი დაფიქსირდა ჟურნალისტებისა და მედიასაშუალებების მიმართ დარღვევების კუთხით.

 

სახალხო დამცველი თავის ანგარიშში გამოჰყოფს გასულ წელს ლაფანყურში ჩატარებულ სპეცოპერაციას. მისი თქმით, ამ საქმეში შესაძლოა იკვეთებოდეს სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნები, კერძოდ, მაღალი თანამდებობის პირებისგან უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნის კუთხით.

 

უჩა ნანუაშვილი პარლამენტს მიმართავს, შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია ამ საკითხების შესასწავლად.

 

ანგარიშში ასევე ასახული იქნება თენგიზ გუნავას დაკავების საქმე, რომელიც, ომბუდსმენის თქმით, პროცედურული დარღვევებით განხორციელდა. ანგარიშში ასევე ასახულია ბიზნესმენების მიერ სახელმწიფოსთვის ქონების ნებაყოფლობით ჩუქების ფაქტებზე დაფიქსირებული დარღვევები.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *