ახალი ამბები

ლილოს ნაგავსაყრელს ხანძარი გაუჩნდა, ცეცხლი 1.5 ჰექტარს მოედო

5 ივლისი, 2017 • 2245
ლილოს ნაგავსაყრელს ხანძარი გაუჩნდა, ცეცხლი 1.5 ჰექტარს მოედო

დღეს, 5 ივლისს, თბილისში ლილოს ნაგავსაყრელს ცეცხლი გაუჩნდა, მაშველები ამ დროისთვის [12:12] ცეცხლს კვლავ აქრობენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, ადგილზე გასულია 5 სამაშველო-სახანძრო რაზმი და ძალიან მალე  ხანძარს ჩააქრობენ. სხვა დეტალებს სააგენტო ადგენს.

სააგენტო აცხადებს, რომ ცეცხლი 1.5 ჰექტარს მოედო და იმის მიუხედავად, რომ მათ დაემატათ სამაშველო ბრიგადები, ძლიერი ქარის გამო ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერდებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი