ევროპის პარლამენტმა მარია გაბრიელი, რომელიც ევროპის პარლამენტში საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების საკითხზე იყო მომხსენებელი, ევროკომისრად აირჩია.

საუბარია ევროკომისარზე, რომლის პასუხისმგებლობაშიც ციფრული პოლიტიკა შედის.

დღეს, 4 ივლისს გამართულ სხდომაზე მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა 517-მა პარლამენტარმა, 77-მა პარლამენტარმა წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო 89 პარლამენტარმა თავი შეიკავა.

მარია გაბრიელი ევროპარლამენტში ევროპის სახალხო პარტიის (EPP) პოლიტიკური ოჯახის წევრია.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *