“როცა ობიექტურად აკრიტიკებ პოლიტიკურ ძალას და თან სთავაზობ სიტუაციიდან გამოსვლის გზებს, მიმაჩნია, რომ ეს არის თანამშრომლობა. იმედი მაქვს, ასევე თვლის კოალიცია. ღმერთმა დაიფაროს, იგივე არ დაემართოს “ქართულ ოცნებას”, რაც დაემართა “ნაციონალურ მოძრაობას” ჯანსაღ კრიტიკასთან მიმართებაში” – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. 

 

 

ნინო ბურჯანაძე
ნინო ბურჯანაძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მისი თქმით, ის თანამშრომლობდა “ქართულ ოცნებასთან”და ბიძინა ივანიშვილთან მისი პოლიტიკაში გამოჩენის პირველივე დღიდან: “ჩვენ ვიყავით ის პოლიტიკური ძალა, როემლმაც მას მხარი დაუჭირა მისი პირველი  წერილის შემდეგ. ბევრს არ ჰქონდა გამოკვეთილი პოზიცია და ბევრმა ნეგატიურად შეფასა მისი პოლიტიკაში გამოჩენა.”

 

 

ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ის და მისი პარტია კოალიციას საარჩევნო პერიოდში არ აკრიტიკებდა:  

 

“ჩვენ ასევე ღიად, ძალიან ხშირად კრიტიკულ სიტუაციაში მხარს ვუჭრდით “ქართული ოცნების” პოზიციას. ხშირ შემთხვევაში არ ვსაუბრობდით იმაზე, რაც არ მოგვწონდა, რათა ხელი არ შეგვეშალა “ქართული ოცნებისთვის” და წყლი არ დაგვესხა “ნაციონალური მოძრაობის” წისქვილზე. ასევე შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ მივიღეთ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე და არ მივიღეთ არჩევნებში მონაწილეობა. ეს ხმები აიღო კოალიციამ. რადგან სხვა შემთხვევაში ხმები გაიყოფოდა. ციხის კადრებმა განაპირობა ხმების 80 პროცენტის აღება, ციხის კადრები რომ არ ყოფილიყო, კოალიცია ამდენ ხმას ვერ აიღებდა, თუმცა მაინც მოუგებდა “ნაციონალურ მოძრაობას”. 

 

მისი თქმით, “დემოკატიული მოძრაობა” ხელს შეუწყობს ბიძინა ივანიშვილს, რათა მან შეასრულოს ყველა საარჩევნო დაპირება. 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *