“ქვეყანას ჭირდება სათავეში ლეიბორისტული პარტია და ეს დღე რაც შეიძლება მალე უნდა დადგეს. დროა დასრულდეს სააკაშვილის და ივანიშვილის რეჟიმი და ამათი გაუთავებელი კოჰაბიტაცია. ზვავი დაიძრა და  ეს საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ, ჩვენ მივალთ ყველა ოჯახში, შევაღებთ ყველა კარს და ავუხსნით, ამ გადაწყვეტილებას რამხელა მნიშვნელობა აქვს, რომ მერე ისევ დაგვიანებით არ მოვიდნენ და არ გვითხრან, მართლები ყოფილხართო”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.


ლეიბორისტული პარტიის ლიდერის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ის პრეზიდენტი გახდება, აუცილებლად დაუბრუნებს პრეზიდენტს იმ უფლებამოსილებას, რაც წლების მანძილზე სააკაშვილისა და ივანიშვილის მეშვეობით შეიზღუდა:


“პრეზიდენტობა მხოლოდ ორვადიანია, არც ერთს და არც მეორეს არ აწყობდა ორვადიანობა და უნდოდა სამუდამო მმართვევლობა, ჩვენ სამუდამო მმართველობის ის ინსტიტუტი, რასაც ჰქვია პრემიერობა, უნდა ამოვძირკვოთ და დავუბრუნოთ სახელმწიფო ინსტიტუტებს თავისი ცივილიზებული სახე”, – განაცხადა ნათელაშვილმა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *