ბურჯანაძე აცხადებს, რომ ამ პროცესს პროკურატურაში და სასამართლოში “ნაცმოძრაობის” კადრების არსებობა აფერხებს.

” ჩვენი პარტიის წევრებმა შეიტანეს სარჩელი პროკურატურაში და ითხოვენ რეაბილიტაციას. მათ მიიღეს პასუხად დოკუმენტები ხელმოწერილი იმ ადამიანებისაგან, რომლებიც ბრალმდებლები იყვნენ მათ საქმეემში. პროკურორმა, რომელმაც ბრალმდებელის ფუნქცია შეასრულა და რომელმაც ბრალი წარუდგინა ადამინს, წარმოუდგენელია იმავე პროკურორმა საქმე გამოიძიოს და პრაქტიკულად ხელი მოაწეროს იმ ვერდიქტს, რომ თვითონ წინა პერიოდში იყომ პოლიტიკური დაკვეთის შემსრულებელი.”
ნინო ბურჯანაძე იმედოვნებს, რომ ახალ კადრებს, რომლებიც ამ უწყებებში მიდიან, კვალიფიკაციის პრობლემა არ ექნებათ.
მისთვის გაუგებარია, რატომ არ აკრიტიკებს მთავრობა იმ სასამართლოს, რომელიც პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებდა: “ან 198 პოლიტიკური პატიმარი არ ყოფილა ქვეყანაში, ან თუ იყო, მაშინ სასამართლოს პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. კერძოდ, პირადად სასამართლოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხი. იმპიჩმენტისათვის უმრავლესობის ხმები საკმარისია. ის, რომ დღეს კოტე კუბლაშვილი ბედავს დამოუკიდებელ სასამართლოზე საუბარს, ეს არის ახალი ხელისუფლების სისუსტე.”
