ეს განცხადება “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ “ფორ.გე”–ს ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. 

მან ისევ არ დააკონკრეტა, აპირებს თუ არა მონაწილეობის მიღებას საპრეზიდენტო არჩევნებში, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი პარტია ყველა მომავალ არჩევნებში ჩაერთვება. 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

“რაც შეეხება კანდიდატურებს, მე ზოგადად, მიამჩნია, რომ სწორი იქნება, ამ საკითხებზე საარჩევნო კამპანიის დროს ვისაუბროთ. იმედი მაქვს, რომ ჩვენს ქვეყანაში აღარ იქნება ისეთი ვითარება, რომ არჩევნებში მონაწილეობამ აზრი დაკარგოს. ამიტომ ჩვენი პარტია ყველა არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. მე არ მომწონს ის, რომ 6 თვეა  გასული მას შემდეგ რაც პარლამენტმა მუშაობა დაიწყო და ამის მიუხედავად ვერ მოიცალა საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით სერიოზული განხილვების დასაწყებად. საარჩევნო გარემოსთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს  ცენტრალური საარჩევნო კომისიას, საჭიროა მედია რესურსის გამჭვირვალობა. პოლიტიკური პარტიების შესახებ კანონი დღემდე არ შეცვლილა. იგივე დაფინანსების წესია, რომელიც ე.წ. მოგელაძის რეჟიმის დროს მოქმედებდა.”

  

ნინო ბურჯანაძის განცხადებით, პოლიტიკური პარტიების ნორმალური საქმიანობისათვის უსწრაფესად უნდა მოხდეს ცვლილებები პოლიტიკური პარტიების შესახებ კანონში და საარჩევნო კოდექსში. წინააღმდეგ შემთხვევაში თავისუფალი, დემოკრატიული და კონკურენტული არჩევნები ვერ ჩატარდება: “კონკურენტული არჩევნები ქვეყანას სჭირდება როგორც არასოდეს.”

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *