სამინისტროს პრესსამსახურში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ გრიგოლია აღნიშნულ თანამდებობაზე დაახლოებით ერთი თვის წინ დაინიშნა. ეს ინფორმაცია “ნეტგაზეთს” თავად ინგა გრიგოლიამაც დაუდასტურა.

 

ინგა გრიგოლია ჟურნალისტიკიდან პოლიტიკაში რამდენიმე წლის წინ წავიდა: 2010 წელს იგი არჩეული იქნა თბილისის საკრებულოს დეპუტატად “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობიდან”. გასული წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მისი კანდიდატურა ამავე პარტიის მიერ წარდგენილი იქნა გლდანის საარჩევნო ოლქში, თუმცა მოგვიანებით გრიგოლიამ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა და პოლიტიკიდან წასვლის თაობაზე განცხადება გააკეთა.

 

რამდენიმე თვის წინ ინგა გრიგოლიამ განაცხადა, რომ იგი მოამზადებდა ტოქ-შოუს “საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის”.

 

“საზოგადოებრივ მაუწყებელზე განვითარებული მოვლენების გამო ჯერჯერობით შეჩერებულია ყველაფერი. არსებითად გადაწყვეტილება მიღებულია უკვე, მაგრამ იქ შექმნილი  ვითარების გამო ტენდერიც კი არ არის გამოცხადებული სტუდიაზე. თუმცა ჩვეულებრივ გადაღებების რეჟიმში ვართ, ვმუშაობთ. პრომო გაკეთებული გვაქვს,”- ამბობს “ნეტგაზეთთან” საუბარში ინგა გრიგოლია.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *