დღეს, 3 ივლისს, გიორგი მღებრიშვილმა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებს ახალი დირექტორი – პოლიციის პოლკოვნიკი, ნიკოლოზ სირაძე წარუდგინა. დირექტორის თანამდებობას 2015 წლის იანვრიდან დღემდე ზვიად ქაწაშვილი იკავებდა.
შსს-ს განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მინისტრმა მეხანძრე-მაშველებს თავდადებისა და კეთილსინდისიერი მუშაობისთვის, ელიავას ბაზრობაზე გაჩენილ ხანძარზე ოპერატიული და მაღალპროფესიონალური რეაგირებისთვის მადლობა გადაუხადა.
შსს-ს განცხადებით, ნიკოლოზ სირაძეს საქართველოს ძალოვან სტრუქტურებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.