“თურქეთში ქართული ეკლესიების და საქართველოში თურქული ძეგლების საკითხზე ერთად ვმუშაობთ, თურქეთში, ეს იქნება მეჩეთი თუ ეკლესია, არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და ჩვენ მზად ვართ, ხელი შევუწყოთ რეაბილიტაციას. ვიმედვნებთ, რომ ქართულ მხარესაც ანალოგიური დამოკიდებულება აქვს და ბათუმში მეჩეთის აშენების საკითხი გადაწყდება დადებითად, ეს არის მეგობრობის ხიდი თურქეთსა და საქართველოს შორის”, – განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 

შეკითხვაზე, როგორ უყურებს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იმ საკითხს, რომ საქართველოში რამდენჯერმე თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი აფხაზეთისკენ მიმავალი გემი დააკავეს, მინისტრმა უპასუხა:

“თურქეთი აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, თურქეთში არის დიდი და მრავალრიცხვოვანი აფხაზური დიასპორა და ეს საკითხი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დაცვით გვინდა მოლაპარაკების გზით გადაწყდეს. ვიმედოვნებთ, ამ მხრივ იქნება ნაბიჯები გადადგმული, დღესაც ვისაუბრეთ ამ საკითხზე, ვიმედოვნებთ, ეს საკითხი მოგვარდება, შეზღუდვებს მოეღება ბოლო”

 

აჰმეთ დავითოღლუს თქმით, საქართველოსა და თურქეთს მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებთ, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში გაღრმავდა:

 

“ჩვენ საქართველოსთან ისტორიული ურთიერთობა გვაკავშირებს და ეს ურთიერთობა ბოლო 20 წლის განმავლობაში უფრო გაღრმავდა. საქართველოში ბევრი თურქული ინვევსტორი საქმიანობს და მათი ინვესტიცია მილიარდზე მეტს შეადგენს, ხოლო ჩვენ შორის სავაჭრო ბრუნვა მილიარდნახევარზე მეტია. ჩვენ ვისაუბრეთ ორ ქვეყანას შორის უერთიერთობების მნიშვნელობაზე”, – განაცხადა მინისტრმა.

 

მაია ფანჯიკიძის განცხადებით, დღევანდელი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან სამთავრობო ცვლილებების შემდეგ ეს არის პირველი ოფიციალური ვიზიტი. ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ ის მიესალმება საქართველოში უცხოურ ინვესტიციებს:

 

“საქართველო მიესალმება ყველანაირ პირდაპირ ინვესტიციას უცხოეთიდან, უნდა იყოს დაცული ინვესტიციები, ეს არის ახალი ხელისუფლების პოლიტიკა. პრემიერი დაპირდა ყველა ბიზნესს, რომ საქართველოში მათი ინტერესები იქნება დაცული და საფრთხე არ დაემუქრებათ. ეს არის საქართველოს ახალი მთავრობის მიდგომა, ვინც არის დაინტერესებული წესიერი, პატიოსანი ბიზნესის კეთებით, მას პრობლემები არ შეექმნება”, – განაცხადა ფანჯიკიძემ.

 

საუბარი ასევე შეეხო ე.წ. მაჰმადიანი–მესხების რეპატრიაციის საკითხს. ფანჯიკიძის განცახდებით, ამ საკითხზე მიმდინარეობს მუშაობა და უახლოეს მომავალში საკანონმდებლო ცვლილების ინიცირება იგეგმება:


“5 000–ზე მეტი განცხადებაა შემოსული, ამ განცხადებიდან 800–ზე მეტი აქტიური განხილვის ფაზაშია, მომდევნო კვირაში იქნება პროგრესი, ინიცირებული იქნება პარლამენტში საკანონმდებლო ცვლილება იუსტიციის სამინისტროს მხრიადნ და სავარაუდოდ შესაძლებელი იქნება მათი დაბრუნება”, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებთ

 

 

 
 
 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *