დღეს, 3 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. გამოცდებზე, ჯამში, 41 500 აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული, თუმცა გამოსაშვებ გამოცდებში ჩაჭრის გამო პროცესს 2 500 მათგანი გამოეთიშა.
საქართველოს მასშტაბით 24 საგამოცდო ცენტრი ფუნქციონირებს. ყველა გამოცდის დასრულება 27 ივლისს არის დაგეგმილი.
აბიტურიენტები პირველ გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ.
გამოცდებისთვის რეგისტრაცია დილის 8 საათზე დაიწყო, უშუალოდ გამოცდა კი – 9 საათზე.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, ყველა საგამოცდო სექტორში არის დამონტაჟებული ვიდეოთვალი.
რეგისტრაციის გავლისას თითოეულ აბიტურიენტს უნდა ჰქონდეს საგამოცდო ფურცელი და პირადობის მოწმობა. აბიტურიენტების უმეტესობას გამოცდაზე თან ცივი წყალი მიაქვს.
შეფასებისა და გამოცდების ცენტის დირექტორის, მაია მიმინოშვილის განცხადებით, გამოცდების გასწორება დაიწყება ქართული ენის და ლიტერატურის გამოცდით, რადგან მის გასწორებას ყველაზე მეტი დრო სჭირდება. მისივე თქმით, გამოცდების პირველადი შედგების გამოქვეყნება ივლისის ბოლოდან დაიწყება.
აბიტურიენტებს, რომლებიც რეგისტრაციას გადიოდნენ და საგამოცდო შენობაში შედიოდნენ, თვალს ადევნებდნენ მშობლები.
საგამოცდო შენობაში შესვლის შემდეგ აბიტურიენტი რეგისტრაციას გადის.
აბიტურიენტები იმ ნივთებს, რომელთა გამოცდაზე შეტანის უფლება არ აქვთ, სარეგისტრაციო მაგიდასთან ტოვებენ. მათ გამოცდაზე მხოლოდ წყლის, პირადობის მოწმობის და საგამოცდო ფურცლის შეტანა შეუძლიათ.
საგამოცდო ცენტრთან მობილიზებულია სასწრაფო დახმარება, სახანძრო და პოლიცია.
მშობლების ნაწილი რეგისტრაციის დასრულების შემდეგაც არ წასულა და თავიანთ შვილებს საგამოცდო შენობასთან ელოდებოდნენ.