აღნიშნულ ოლქში დღეს ოფიციალურად წარადგინეს საკუთარი კანდიდატები ამჟამინდელმა და ყოფილმა მმართველმა პარტიებმა: “ქართული ოცნების” კანდიდატი იურისტი, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი თამარ კორძაიაა, ხოლო “ნაციონალური მოძრაობის” – ყოფილი სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში მირზა (პაპუნა) დავითაია.

 

რაც შეეხება ნაძალადევის რაიონში სხვა კანდიდატებს, საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი არიან: იოსებ მანჯავიძე, ზურაბ ქადაგიძე და ზვიად ჩიტიშვილი, “მერაბ კოსტავას საზოგადოებიდან” – გიროგი ლილუაშვილი, პარტიიდან “თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზა” – ზაზა მეზვრიშვილი და “მშრომელთა საბჭოდან” – გია ნემსაძე.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *