თბილისში, ავტონაწილების ე.წ. ელიავას ბაზრობაზე ძლიერი ხანძარია. როგორც “ნეტგაზეთს” შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ადგილზე მუშაობს 17 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი.
რამ გამოიწვია ხანძარი და რა პერიმეტრზეა მოდებული ცეცხლი, ამ ინფორმაციას სააგენტო ჯერჯერობით არ ავრცელებს.
![02.07.17 ფოტო: სოფო გოგიშვილი](https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2017/07/ხანძარი.jpg)