ახალი ამბები

თამარ კორძაია: მოსახლეობამ საკუთარი არჩევანი 27 აპრილს უნდა განამტკიცოს

27 მარტი, 2013 • 2137
თამარ კორძაია: მოსახლეობამ საკუთარი არჩევანი 27 აპრილს უნდა განამტკიცოს

“ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ხელისუფლებისათვის, თუმცა მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ეს არის არ ამხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობა, არამედ ეს არის ბაღდათის, სამტრედიის და ნაძალადევის რაიონის მოსახლეობის მაღალი პატივი, რომ მათ კიდევ ერთხელ მიიღონ გონივრული და სამართლიანი გადაწყვეტილება. ჩვენმა საზოგადოებამ, საქართველოს მოქალაქეებმა ნათლად აჩვენა ის, რომ მათ შეუძლიათ, მათ აქვთ გონიერი გადაწყვეტილების მიღების უნარი. მათ ეს გააკეთეს პირველ ოქტომბერს და მათ თავიანთი არჩევანი შეუძლიათ განამტკიცონ 27 აპრილს. მათ აირჩიეს ძალიან ღისეული კანდიდატები, ეს მტკიცდება იმით, რომ სამივე მათგანი დღეს არის აღმასრულებელ ხელისუფლებაში და ისინი ძალიან პროფესულად ემსახურებიან იმ მიზნებს და იმ იდეალებს, რასაც პირდებოდნენ საზოგადოებას. თითოეული მათგანი ნაბიჯ–ნაბიჯ ასრულებს თავის დაპირებას”, – განაცხადა თამარ კორძაიამ. მისი თქმით, ის ფაქტი, რომ არჩევნები კვლავ ძველი კანონმდებლობით ტარდება, სერიოზულ დაბრკოლებას არ წარმოადგენს:


“რა თქმა უნდა, ყოველთვის უკეთესია, რომ საარჩევნო პროცესი ტარდებოდეს რაც შეიძლება დახვეწილი კანონმდებლობის ფარგლებში, მაგრამ ხალხის ნებას ცუდი კანონიც ვერ აღუდგა პირველ ოქტომბერს, ამიტომ არ მგონია, რომ ეს იყოს სერიოზული დაბრკოლება”, – განაცხადა კორძაიამ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი