ამ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 

შსს-ს ცნობით, თანმხვედრი მიმართულებით მოძრავი  „მერსედესისა” და „ტოიოტა ლენდკრუიზერის” მარკის ავტომანქანები ერთმანეთს  შეეჯახა, რა დროსაც „ტოიოტა ლენდკრუიზერი”, რომლითაც პოლიციელები მოძრაობდნენ,  გზის უკიდურეს მარჯვენა ზოლში გადავიდა და ბეტონის გზისგამყოფს რამდენჯერმე დაეჯახა.  

 

შეჯახების მიზეზების დასადგენად ავტოტექნიკური, ავტოტრასოლოგიური და სამედიცინო ექსპერტიზა დაინიშნა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ფაქტის გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულების ოჯახებს. 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *