საპარლამენტო უმრავლესობის პარტია “ქართული ოცნების” წევრის, ნუკრი ქანთარიას განცხადებით, პარტიაში არსებობს კონსენსუსი და დღეს, საღამოს 20:00 საათზე, პარტია ოფიციალურად წარადგენს ვიცეპრემიერს, ენერგეტიკის მინისტრს კახი კალაძეს თბილისის მერობის კანდიდატად:
“აქ არის ძალიან გულწრფელი კონსენსუსი ყველას მხრიდან – უმრავლესობის და პოლიტსაბჭოს მხრიდან, მე დარწმუნებული ვარ. ასე რომ, დღეს საღამოს უკვე იქნება წარდგენა კახი კალაძის.
მას არ ჰყავს კონკურენტი პარტიებიდან გამომდინარე. ძირითადი კონკურენტი იქნება სწორედ ის საქმეები, რომელიც უნდა გაკეთდეს აუცილებლად ქალაქში.
მისი ფეხბურთის ვარსკვლავობა, ფაქტობრივად, დაგვავიწყდა ყველას, იმდენად სწრაფად მოახერხა მან, როგორც პოლიტიკოსმა, პერსპექტივაში ზრდა და, მე მგონი, ეს თვალსაჩინოა,” – აცხადებს ნუკრი ქანთარია.
დღეს პარტიის ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა იმართება. მერობის კანდიდატის წარდგენა კი დღეს საღამოს მთაწმინდის პარკშია დაგეგმილი.